ნინო ჭაღიაშვილი

ნინო ჭაღიაშვილი

მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კარდიოლოგი, თერაპევტი, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

კარდიოლოგი - შინაგანი მედიცინის სპეციალისტი - მედიცინის დოქტორი - ასოცირებული პროფესორი

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის აკადემიური წევრი (FESC)

ნინო ჭაღიაშვილი არის კარდიოლოგი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, რომელსაც 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილება აქვს კარდიოლოგიისა და თერაპიის სფეროში. ის ამავდროულად აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში და უკვე 10 წელია ასწავლის სამედიცინო ფაკულტეტზე.

პროფესიული კარიერის განმავლობაში ის თანამშრომლობდა წამყვან უნივერსიტეტებთან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (SEU), გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, შოთაძის სახელობის უნივერსიტეტთან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

ნინო ჭაღიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. მას გავლილი აქვს თსუ დოქტურანტურა და რეზიდენტურა შინაგან მედიცინასა და კარდიოლოგიაში. მისი პროფესიული კვალიფიკაცია მოიცავს სპეციალიზაციას კარდიოლოგიასა და ექოკარდიოგრაფიაში ავსტრიაში, ისრაელსა და შვეიცარიაში. გავლილი აქვს ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიის კურსი თსსუ-ში. ამჟამად აგრძელებს სწავლას ევროპის პოსტდიპლომურ პროგრამაში გულის უკმარისობის მიმართულებით (ციურიხი).

იგი არის "პინეო" სამედიცინო ეკოსისტემის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში, კლინიკურ კვლევებსა და სამეცნიერო პროექტებში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამედიცინო გამოცემებში.

ნინო ჭაღიაშვილი არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის აკადემიური წევრი (FESC), რაც ხაზს უსვამს მის მაღალ პროფესიულ კომპეტენციასა და საერთაშორისო აღიარებას.

ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული, ინგლისური, გერმანული