ელგუჯა არდია

ელგუჯა არდია

ქირურგი

ელგუჯა არდია გახლავთ ზოგადი და ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულებით სერტიფიცირებული სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (MD, PhD) , პროფესორი , რომელიც აერთიანებს მრავალწლიან კლინიკურ და აკადემიურ გამოცდილებას.

ელგუჯა არდიამ წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, სპეციალობით სამკურნალო საქმე . შემდგომ წარმატებით გაიარა რეზიდენტურის პროგრამა ზოგად ქირურგიაში , ხოლო 2024 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "სათესლე ბაგირაკის ბადისაგან სრული იზოლაცია საზარდულის თიაქარკვეთის დროს" და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი .

ის ეწევა როგორც კლინიკურ, ისე საგანმანათლებლო საქმიანობას. ამჟამად არის შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" ქირურგი , გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი (სპეციალობაში - ზოგადი ქირურგია), ასევე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ზოგადი ქირურგიის ასოცირებული პროფესორი. წარსულში მუშაობდა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში , "ოქროს საწმისი XXI საუკუნე"-ში , "კლინიკა რუსთავში" , "ავთანდილ კამბარაშვილის კლინიკაში" და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ზოგად ქირურგად.

დოქტორ ელგუჯა არდიას აქვს მრავალრიცხოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები და ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამედიცინო ჟურნალებში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მუცლის ღრუს ქირურგიას, ლაპაროსკოპიულ ქირურგიასა და ჰერნიოლოგიას .

ის აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და კონგრესებში - როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2018 წლიდან არის აკადემიკოს გრ. მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი .

დოქტორ ელგუჯა არდიას პროფესიული საქმიანობა ეფუძნება მაღალი პასუხისმგებლობის, კოლეგიალობისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის პრინციპებს , რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ქირურგიის განვითარებაში საქართველოში .