
ნათია კენჭაძე
პედიატრი, ნეონატოლოგი, პროფესორი
დაიბადა 1978 წლის 19 ივნისს ქალაქ ქუთაისში. 1995 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 2002 წელს.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი პედიატრიის სპეციალობით და პროფესიული საქმიანობა დაიწყო ქუთაისის სამშობიარო სახლში "ბომონდი", სადაც 2002-2008 წლებში მუშაობდა ექიმ პედიატრად.
2008 წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. პროფესიული საქმიანობა გააგრძელა ფარმაცევტულ კომპანიაში, სადაც 13 წლის განმავლობაში მუშაობდა სამედიცინო წარმომადგენლად. პარალელურად, იყო მორიგე პედიატრი გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში.
2016 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა "პინეოს" ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექიმ ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგად.
მისი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება საფუძვლად დაედო სამეცნიერო კვლევას, რომლის მთავარი მიზანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ნეონატალურ პაციენტთა პროგნოზის პრედიქციის სისტემის შექმნა. აღნიშნული სისტემა ხელს უწყობს ახალშობილთა მდგომარეობის პროგნოზირებას და პოტენციურად ლეტალური გამოსავლების თავიდან აცილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური თერაპიის პირობებში.

