
ზაზა სინაურიძე
მეან-გინეკოლოგი, პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი
მეან-გინეკოლოგი, პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს პერინატალური ასოციაციის ხელმძღვანელი
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი
დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის 50-ე საჯარო სკოლა და ოჯახური ტრადიციის მიხედვით აირჩია სამედიცინო სფერო.
სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში, ჩაირიცხა ასპირანტურაში მოსკოვში, სადაც განაგრძო პროფესიული განვითარება.
1992 წლიდან დაბრუნდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის კათედრაზე და 2003 წლამდე აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
2003-2011 წლებში მუშაობდა აკადემიკოს ნიკოლოზ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში, სადაც ხელმძღვანელობდა პერინატალურ სამსახურს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა პირველი რეფერალური ცენტრი საქართველოში, ხოლო 2006 წლიდან დაიწყო გენეტიკური კვლევების პროგრამა და დაინერგა პრენატალური დიაგნოსტიკა - ინიციატივა, რომელმაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მოიტანა როგორც მედიცინის სფეროსთვის, ასევე პაციენტებისთვის.
2014 წლიდან მოღვაწეობს პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში , სადაც ხელმძღვანელობს პერინატალურ დეპარტამენტს და აგრძელებს ქალთა ჯანმრთელობისა და დედათა მოვლის სისტემის განვითარებას საქართველოში.

