
გია თომაძე
ქირურგი, გენერალური დირექტორის მოადგილე
ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1979 წელს მუშაობდა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინტერნად; 1979-1981 წლებში იყო მოსკოვის ქირურგიის საკავშირო ცენტრის კლინიკური ორდინატორი; 1981-1984 წლებში დასრულა ასპირანტურა და შეთავსებით მუშაობდა პასუხისმგებელ ქირურგად მოსკოვის N20 კლინიკურ საავადმყოფოში. 1994 წლიდან თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ქირურგიის კათედრასთან (ბაზა - ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფო), სადაც ხელმძღვანელობს ზოგადქირურგიულ მიმართულებას. 1988-1989 წლებში მუშაობდა მინესოტის უნივერსიტეტის (აშშ) ქირურგიულ კლინიკაში.
1997-2002 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი. გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა პანელის წევრი ქირურგიასა და ორგანოთა ტრანსპლანტაციაში. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 3 გამოგონების, 7 რაციონალიზატორული წინადადების და 4 მეთოდური რეკომენდაციის. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ოპერაციებში, როგორც ქირურგი.
სამეცნიერო საქმიანობა:
საკანდიდატო დისერტაცია: "პანკრეასის სადინარის პლომბირების კლინიკური გამოყენების ექსპერიმენტული დასაბუთება" (1983)
სადოქტორო დისერტაცია: "შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა" (1993)
ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრობა:
გადაუდებელ ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია (2016 წლიდან)
ევროპის ქირურგთა ასოციაცია
ევროსაბჭოს ექსპერტთა კომიტეტი ორგანოთა ტრანსპლანტაციაში (2001 წლიდან)
ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (1997 წლიდან)
საქართველოს ექიმთა ასოციაცია
საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2017)
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი
ჯილდოები:
2012 - ღირსების ორდენი
2002 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი, სამამულო ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
1995 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

