
რუსლან ბათნიძე
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
რუსლან ბათნიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო შემდგომ გაიარა რეზიდენტურა რეანიმატოლოგიასა და ანესთეზიოლოგიაში.
პროფესიული კარიერის განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში. ამჟამად იგი არის მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგი და პარალელურად მოღვაწეობს პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში მორიგე რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგად.
მანამდე მუშაობდა "ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში", "კავკასიის მედიცინის ცენტრში", მცხეთის სამხარეო კლინიკაში, ასევე რუსთავის კლინიკაში და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვასა და პერიოპერაციულ ანესთეზიოლოგიურ მხარდაჭერაში.
ბათნიძე გამოირჩევა მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით, გუნდის მუშაობის უნარითა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით.

