ლინდა მუსტაფაევა

ლინდა მუსტაფაევა

კარდიოლოგი

2006 წელს წარმატებით

ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში გახლდათ პრეზიდენტის

სტიპენდიანტი.

2012 წელს უნივერსიტეტის

დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა კარდიოლოგიის რეზიდენტურაში. რეზიდენტურის პერიოდში მუშაობდა

უმცროს ექიმად ჯო ენის სამედიცინო ცენტრში.

2014 წელს მიწვეული

იყო Hacettepe University Faculty of Medicine-დან MAGAT-ის ინტენსიური თერაპიის

6-თვიანი კურსის გასავლელად.

2018 წელს გაიარა ლიპიდოლოგიის

სკოლა ქალაქ Dubrovnik-ში.

ბოლო წლებში მუშაობს

კარდიოლოგად შემდეგ კლინიკებში:

პინეო

სამედიცინო ეკოსისტემა

თბილისის

მედიცინის ინსტიტუტი

არის European

Society of Cardiology (ESC) წევრი.

2023 წლის აგვისტოში

მონაწილეობა მიიღო European Society of Cardiology-ის კონგრესში, რომელიც გაიმართა

ქალაქ Amsterdam-ში.

2023 წლის სექტემბერში

თანამონაწილეობით დაარსდა "საექთნო სკოლა" კლინიკის ბაზაზე, სადაც აქტიურად მონაწილეობს

ექთნების პროფესიული განვითარების პროცესში.

2023 წლიდან თანამშრომლობს

შემდეგ უნივერსიტეტებთან:

Grigol

Robakidze University

Tbilisi

Medical Academy

ლექტორის პოზიციაზე

ძირითადად მუშაობს ინგლისურენოვან სტუდენტებთან.

ფლობს: აზერბაიჯანულ,

ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.