
გიორგი ბოჭორიშვილი
პროფესორი, უროლოგი, ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი
პროფესორი, უროლოგი, ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და იქვე გაიარა კლინიკური ორდინატურა უროლოგიის სპეციალობით.
მუშაობის გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა პოზიციას: იყო უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, დირექტორის მოადგილე და დირექტორი. ასწავლიდა ევროპის უროლოგთა სკოლაში, ლუვენის (ბელგია) კათოლიკურ უნივერსიტეტში, მაკგილის (მონრეალი, კანადა), ტორონტოს (კანადა), მიუნხენისა და ბერლინგტონის (აშშ) უნივერსიტეტებში.
ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის. ფლობს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის (1980) და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის (1990) ხარისხებს.
ორგანიზაციების და ასოციაციების წევრობა:
ევროპის უროლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
საქართველოს მამაკაცის ჯანმრთელობის ასოციაცია, პრეზიდენტი
საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, გენერალური მდივანი

