ნათია უთმელიძე

ნათია უთმელიძე

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეანიმატოლოგი

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი "ესკულაპი", მედიცინის ფაკულტეტი. სწავლა განაგრძო ბელარუსიის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში, კლინიკურ ორდინატურაში - ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით.

2001 წლიდან აქტიურად ეწევა პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სამედიცინო ცენტრებში. 2009 წლიდან მუშაობდა კრიტიკული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობებზე თბილისის რამდენიმე წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის: აკადემიკოს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, "ნიუ ჰოსპიტალში", "ევექსის" ტრავმატოლოგიის ცენტრში და ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

ამჟამად მუშაობს კავკასიის მედიცინის ცენტრში პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის ექიმად და არის კლინიკა "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2019 წლიდან ჩართულია "ვიანის" დიპლომისშემდგომი მზადების სარეზიდენტო პროგრამებში - "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია", "ნეიროქირურგია" და "ორთოპედია/ტრავმატოლოგია" - მოდულებზე პასუხისმგებელი პირის სტატუსით.

2023 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მოწვეულ ლექტორად, ხოლო 2025 წელს არჩეულია ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად.

მონაწილეობს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმსა და კონფერენციაში.