ნინო ფოცხვერაშვილი

ნინო ფოცხვერაშვილი

გასტროენტეროლოგი (ჰეპატოლოგი), თერაპევტი, პულმონოლოგი, მედიცინის დოქტორი

ნინო ფოცხვერაშვილი - თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ნინო ფოცხვერაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი (2005-2011). შემდგომ გაიარა ინტერნატურა და ორდინატურა მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო თერაპიისა და გასტროენტეროლოგიის სერტიფიკატები, რომლებიც აღიარებულია საქართველოში. პროფესიული გადამზადების კურსით დაეუფლა პულმონოლოგიას.

2017-2019 წლებში ფოცხვერაშვილი სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, პროპედევტიკისა და შინაგანი მედიცინის კათედრაზე, სადაც დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომი ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში" . დისერტაცია აკრედიტირებულია საქართველოში.

მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. 2014-2023 წლებში მუშაობდა ი.მ. სეჩენოვის სახელობის უნივერსიტეტის მეორე საუნივერსიტეტო კლინიკაში თერაპევტად და პულმონოლოგად, ხოლო 2015-2022 წლებში - კერძო პოლიკლინიკათა ქსელში "მედსი" გასტროენტეროლოგად.

2022 წლიდან არის პროპედევტიკისა და შინაგანი მედიცინის კათედრის ასისტენტი ი.მ. სეჩენოვის უნივერსიტეტში.

2023 წლიდან მოღვაწეობს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში" თერაპევტად და გასტროენტეროლოგად, ასევე თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან "არდი" და "ჯი პი აი" ოჯახის ექიმად.

2024-2025 წლებში მუშაობდა კლინიკა "ჩაიკა თბილისი"-ში გასტროენტეროლოგად.

ნინო ფოცხვერაშვილი გამოირჩევა მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით, ორგანიზებულობითა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით. მას აქვს სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება და ფლობს ინგლისურ (B2) და რუსულ ენებს.

ფოცხვერაშვილი არის 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, მათ შორის ევროპულ სამედიცინო ჟურნალებში.

ის არის წევრი შემდეგი ორგანიზაციების:

European Association for Gastroenterology

European Association for the Study of the Liver (EASL)

European Respiratory Society (ERS)