
ნანა ცერცვაძე
ოფთალმოლოგი
ნანა ცერცვაძე - ოფთალმოლოგიის მიმართულებით გამოცდილი სპეციალისტი, რომლის პროფესიული საქმიანობა აერთიანებს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ისე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
ნანა ცერცვაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და შემდგომ გაიარა ოფთალმოლოგიის რეზიდენტურა იმავე უნივერსიტეტში. პროფესიულ სფეროში უკვე ათ წელზე მეტი გამოცდილების მქონე ექიმი წარმატებით იყენებს თანამედროვე დიაგნოსტიკურ და მკურნალობის მეთოდებს თვალის სხვადასხვა დაავადების მართვაში.
ამჟამად ნანა ცერცვაძე პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში , კლინიკა "ჯერარსში" და ოპტიკურ სალონ "რონიკოში" , სადაც უზრუნველყოფს პაციენტთა სრულფასოვან, ინდივიდუალურ და პროფესიულ მომსახურებას. წარსულში იგი თანამშრომლობდა ისეთ წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, როგორებიცაა "აისი" , "IQ კლინიკა" და "ინოვა" .
ნანა ცერცვაძე რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და პროფესიულ ტრენინგებში, მათ შორის ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის (SOE) კონგრესში, TIOC კონფერენციებში და სხვადასხვა სამეცნიერო-პრაქტიკულ ფორუმებში.
ის აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ფაზის კლინიკურ კვლევებში, რომლებიც დაკავშირებულია თვალის დაავადებების ინოვაციურ მკურნალობასთან - მათ შორის თიროიდულ თვალის დაავადებასთან , მაკულარულ დეგენერაციასთან და მშრალი თვალის სინდრომთან .
ნანა ცერცვაძე არის საქართველოს ოფთალმოლოგიური ასოციაციის წევრი და მუდმივად ზრუნავს პროფესიული განვითარებისა და ცოდნის განახლების პროცესზე, რაც განაპირობებს მის მაღალ პროფესიონალიზმსა და პაციენტებისადმი პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებას.

