კონფერენციები და ტრენინგები

პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ ICAP Global Health-სა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის CDC-ის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა

28.02.2026

28 იანვარს პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ ICAP Global Health-სა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის CDC-ის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორმა ქეთევან ჩახნაშვილმა პროექტში ჩართულ გუნდის წევრებთან ერთად, მიმდინარე ერთობლივი პროექტების შუალედური ანგარიში წარადგინა: ინფექციების პრევენციისა და კონტროლის (IPC) სისტემების განვითარებასთან, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიებთან, ასევე C-ჰეპატიტის მოვლის კასკადში ჰოსპიტალური პაციენტების ჩართულობის გაუმჯობესების მექანიზმებთან დაკავშირებით.

ხაზი გაესვა წარმატებით შესრულებულ ამოცანებს და კიდევ ერთხელ შეჯერდა სამომავლო საჭიროებები.

შეხვედრის კულმინაცია გახლდათ, პინეო სამედიცინო ეკოსპისტემას და ICAP Global Health-ს შორის შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც C-ჰეპატიტის მოვლის კასკადში ჰოსპიტალური პაციენტების ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის, ჩართულობისთვის და იმ საერთო ხედვისთვის, რომელიც ჯანდაცვის სექტორში სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პაციენტების უსაფრთოხების გაძლიერების საქმეს ემსახურება.