კონფერენციები და ტრენინგები

დასრულდა თანამშრომელთა Excel-ის გამოყენების ტრენინგის მეორე ნაკადი

18.10.2025

პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში დასრულდა თანამშრომელთა უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული Excel-ის გამოყენების ტრენინგის მეორე ნაკადი .

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეების პროფესიული უნარების გაძლიერება მონაცემებთან მუშაობის მიმართულებით. კურსის ფარგლებში განხილული იყო ცხრილებთან მუშაობის საფუძვლები, ფორმულებისა და ფუნქციების გამოყენება, ასევე მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდები.

მონაწილეებმა პრაქტიკულად შეასრულეს სხვადასხვა სავარჯიშოები, რაც დაეხმარებათ ყოველდღიურ საქმიანობაში მონაცემების უფრო ეფექტურად მართვასა და გაანალიზებაში.

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა აგრძელებს თანამშრომელთა უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას, რათა გუნდის წევრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მუდმივად განაახლონ ცოდნა და პროფესიული კომპეტენციები.