კონფერენციები და ტრენინგები

Tbilisi Stroke Meeting 2025 - ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი

07.10.2025

Tbilisi Stroke Meeting 2025 - ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი

📅 10-11 ოქტომბერი, 2025

📍 Hilton Garden Inn Chavchavadze, თბილისი

საქართველო, ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) მხარდაჭერით, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეცნიერო ფორუმს - Tbilisi Stroke Meeting 2025 მასპინძლობს.

ღონისძიება აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ნევროლოგებს, მკვლევარებსა და კლინიცისტებს - ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიღწევების განსახილველად.

🎓 კონფერენციის მიზანია:

ინოვაციური მეთოდების დანერგვა ინსულტის მართვაში,

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება,

და რეგიონში ინსულტის პრევენციის ხარისხის გაუმჯობესება.

Tbilisi Stroke Meeting 2025-ზე წარმოდგენილი იქნებიან სპეციალისტები აშშ-დან, კანადიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ხორვატიიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მთავარი თემები

🔹 ინსულტის გლობალური ტვირთის შემცირების სტრატეგიები

🔹 თრომბოლიზისა და თრომბექტომიის წარმოების ოპტიმიზაცია

🔹 ნეიროიმიჯინგის როლი ინსულტის მართვაში

🔹 ცერებრული ვენური თრომბოზის მკურნალობის ახალი მიდგომები

🔹 პოსტინსულტური კოგნიტიური დარღვევები და უჯრედული თერაპია

🔹 ტელემედიცინა ინსულტის მართვაში

კონფერენცია ორგანიზებულია თსუ-სა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის მიერ, ინსულტის მსოფლიო და ევროპული ორგანიზაციების, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის, ევროპული სა-ის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

📚 ღონისძიება აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ - მონაწილეებს მიენიჭებათ 12 CME ქულა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: https://shorturl.at/86sV4