კონფერენციები და ტრენინგები

დროის მენეჯმენტი - მენტორი - ვასილ კიკუტაძე

05.09.2025

დროის მენეჯმენტი

ტრენინგი დაეხმარა მონაწილეებს დროის ეფექტურად დაგეგმვასა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაში , რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამუშაო პროცესის უკეთ ორგანიზებას . განხილული იქნა დროის მართვის თანამედროვე ტექნიკები , მათ შორის გადატვირთულ რეჟიმში მუშაობის ორგანიზება , ვადების კონტროლი და პროდუქტიულობის გაზრდის სტრატეგიები . მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინსტრუმენტები და რჩევები , რომლებიც დაეხმარება მათ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დროის ოპტიმალურ გამოყენებას , სამუშაო დავალებების სწორ გადანაწილებას და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას .

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა პირადი გამოცდილების გაზიარებისა და შეკითხვების დასმის , რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას .

მენტორი : ვასილ კიკუტაძე