განცხადებები
მშობლების კლუბის შეხვედრა - 5 მაისი
25.04.2026

თუ ელოდებით პატარას ან უკვე გახდით ახალშობილის მშობელი, გიწვევთ მშობლების კლუბის შეხვედრაზე, სადაც მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას ბავშვის მოვლის შესახებ.
შეხვედრა გაიმართება 5 მაისს, 17:00 საათზე, პინეოში. ტრენინგს გაუძღვება ნეონატოლოგი და პედიატრი მაკა ჭიღლაძე.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
ახალშობილის მოვლის საფუძვლები
პირველი დღეები სამშობიაროდან დაბრუნების შემდეგ
კვება და ძილის რეჟიმი
გავრცელებული შეცდომები და პრაქტიკული რჩევები
კითხვა-პასუხის სესია
მიიღეთ ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ მშვიდად და თავდაჯერებულად შეხვდეთ პატარას პირველ დღეებს.
დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდულია.

