ახალშობილის პირველი დღეები - გზამკვლევი ტრენინგი მომავალი მშობლებისთვის
29.01.2026
ახალშობილის პირველი დღეები - გზამკვლევი ტრენინგი მომავალი მშობლებისთვის
ბავშვის დაბადება სიხარულთან ერთად ბევრ კითხვასაც აჩენს. როგორ მოვუაროთ ახალშობილს? რა არის ნორმა პირველ დღეებში და როდის უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება?
ტრენინგს გაუძღვება მენტორი - მაკა ჭიღლაძე, რომელიც მომავალ მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას ახალშობილის მოვლის, კვების, ძილისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებზე.
მონაწილეებს ადგილზე დახვდებათ სასიამოვნო საჩუქრები და სიურპრიზები მეგობარი კომპანიებისგან.