განცხადებები

ჩემი სიტყვა შენთვის - პროექტი ონკოლოგიური პაციენტებისთვის

10.10.2025

ჩემი სიტყვა

შენთვის

"ჩემი სიტყვა შენთვის"

- პინეო სამედიცინო

ეკოსისტემის პროექტი, რომელიც შეიქმნა ადამიანებისთვის, რომლებმაც უკვე მოიპოვეს გამარჯვება კიბოსთან ბრძოლაში.

ეს არის სიმბოლური სივრცე , სადაც ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს

საკუთარ კვალს - სიტყვას, რომელიც ძალას აძლევს სხვებს .

პროექტის მთავარი მიზანია, რომ პაციენტების პირადი გამოცდილება

გადაიქცეს ინსპირაციად მათთვის, ვინც ამ გზაზე ახლა დგას .

ჩვენი განყოფილების კედელზე განთავსდება დეკორაცია ფერადი ფანჯრებით - თითოეული

ფანჯარა თითოეული გამარჯვების ისტორიაა .

როცა პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება, ის ირჩევს სიმსივნის შესაბამისი ფერის

რიბონს და ამაგრებს საკუთარ ფანჯარაზე - იმ ადგილას, სადაც ტოვებს სამახსოვრო

ჩანაწერს, რომელიც მისი გულიდან მოდის .

ეს შეიძლება იყოს მადლიერება, იმედი, ძალა, ან უბრალოდ სიტყვა.

ასე იქმნება გამარჯვების კედელი , სადაც თითოეული ფანჯარა - ეს

არის ადამიანური სითბოს, გამბედაობისა და სიყვარულის სიმბოლოა.

ეს კედელი ყოველდღე შეგვახსენებს, რომ სიცოცხლე გამარჯვებაა , და რომ ჩვენი ძალა

იზრდება მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.

პროექტი აერთიანებს პაციენტებს, ექიმებს და საზოგადოებას საერთო

გზავნილით -

👉 ჩვენ

ერთად ვიმარჯვებთ.

👉 ჩვენ

ვუზიარებთ იმედს ერთმანეთს.

👉 ჩვენ

ვამბობთ - ცხოვრება გრძელდება.