პინეოს შესახებ
კლინიკამ 2024 წელს წარმატებით გაიარა Accreditation
Canada-ის საერთაშორისო შეფასების უმნიშვნელოვანესი პროცესი და მიენიჭა პლატინის
სტატუსი - რაც ჯანდაცვის სფეროში უმაღლეს საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს.
შეფასების პროცესი რამდენიმე დღის
განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა კლინიკის თითოეული დეპარტამენტის,
დოკუმენტაციის, უსაფრთხოების სტრატეგიებისა და სტანდარტების, პაციენტთა
ინფორმირებულობისა და ჩართულობის, ასევე სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციის
უნარების დეტალურ ანალიზს.
ჩვენმა კლინიკამ წარმატებით
დააკმაყოფილა 1500-ზე მეტი კრიტერიუმი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ
აღიარებული იქნა, როგორც დაწესებულება, რომელიც მუშაობს თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისად, უზრუნველყოფს პაციენტთა უსაფრთხოებას, მაღალი ხარისხის მომსახურებას
და მუდმივად ზრუნავს პროცესების გაუმჯობესებაზე.
პლატინის სტატუსი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა
და ერთგულებას პაციენტების საჭიროებების მიმართ და წარმოადგენს გარანტიას, რომ ჩვენთან
მოსულ თითოეულ პაციენტს მაღალი დონის სერვისი და პროფესიონალური მომსახურება
დახვდებათ.

