კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი აერთიანებს ემერჯენსის, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიისა და ანესთეზიოლოგიის მიმართულებებს.
მაღალკვალიფიციური ექიმები და პერსონალი მზად არიან დახმარება გაუწიონ ყველა სირთულის მქონე პაციენტს. სამკურნალო პროცედურების შედგენისას გამოიყენება მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც სპეციფიურად ესადაგება პაციენტების მრავალფეროვან დაავადებებსა და საჭიროებებს.
კლინიკის გადაუდებელ მიმღებში ხდება პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება, მდგომარეობის დადგენა, მკურნალობის პროცესის ზუსტი დაგეგმვა და კოორდინირება. ინტენსიური თერაპიის განყოფილება ემსახურება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ, ასევე ფართო სპექტრის დაავადებების მქონე პაციენტებს (გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური, სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დარღვევები, ტრავმა, და სხვა).
ჩვენი კლინიკის პროფესიონალ ანესთეზიოლოგთა გუნდი ეხმარება ქირურგიულ განყოფილებას გაზარდოს ოპერატიული მკურნალობის ხარისხი, სწორად წარიმართოს ანესთეზიის პროცესი. ექიმი-ანესთეზიოლოგები ქირურგიული ოპერაციის წინ აფასებენ პაციენტის მდგომარეობას, ხდება პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების შემოწმება. ანესთეზია ხორციელდება თანამედროვე აპარატურით და მედიკამენტებით.