ინტრანატალური პერიოდი
იგი სამშობიარო ტკივილით იწყება და ახალშობილის დაბადებით და ჭიპლარის გადაკვანძით მთავრდება. ეს პერიოდი საშუალოდ 2-4 საათიდან 18 საათამდე გრძელდება.
ნეონატალური პერიოდი
ჭიპლარზე მომჭერის დადებიდან იწყება ახალშობილობის ანუ ნეონატალური პერიოდი, რომელიც 28 დღე გრძელდება, აქედან პირველი 7 დღე ანუ 168 საათი – ადრეულად ნეონატალურ, ხოლო 7-დან 28 დღემდე გვიან ნეონატალურ პერიოდად არის მიჩნეული.
ახალშობილის მოვლა
კლინიკა „პინეოში“ მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები. ჩვენ, ნეონატოლოგები და ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან ვიცავთ ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურს, ვახორციელებთ კანი-კანთან კონტაქტს. ჯანმრთელ ახალშობილს ვაწვენთ დედის სხეულზე, რაც სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია. ამ დროს, ახალშობილს ახურავს ქუდი და აცვია წინდები, ბავშვს და დედას აუცილებლად ახურავს საბანი.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ხელს უწყობს ეფექტური წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას, ახალშობილის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, დედისა და ახალშობილის მშობიარობის სტრესის მოხსნას, ბავშვის კანზე დედის მიკრობული ფლორის კოლონიზაციას, ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას, ოქსიტოცინის გამომუშავებას, დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებას, ხსენის მიღებას პირველი ერთი საათის განმავლობაში და ახალშობილის ინფექციებისგან დაცვას.
პროფილაქტიკა და მოვლა
მშობიარობიდან 1 საათში ვახორციელებთ კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით ახალშობილს ვუტარებთ ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში.
ახალშობილის მარკირებას ვატარებთ მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები. შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.
ახალშობილის სრულ გასინჯვას ვახდენთ დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება, ვატარებთ აგრეთვე ყოველდღიურ ტუალეტს.
სიცოცხლის მე-3-4 დღეს ვახორციელებთ სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე. სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.
გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის. კლინიკიდან გაწერისას მშობლები იღებენ სათანადო რჩევა დარიგებებს ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით.აგრეთვე მათთვის ცნობილია ყველა ის საშიში სიმპტომი რომლთა გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ნეონატოლოგს.