კლინიკა “პინეო სამედიცინო ეკოსისტემა” ნევროლოგიური სამსახური მოიცავს კლინიკურ განყოფილებას ზოგადი ნევროლოგიური პროფილის პაციენტებისთვის, ინტენსიურ ბლოკს ინსულტის ერთეულით (stroke unit) და ამბულატორიას.
დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
ინსულტის ერთეულში ფუნქციონირებს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება ინსულტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში დახელოვნებული ნევროლოგებისაგან, კვალიფიცირებული ექთნებისაგან, ნეიროფსიქოლოგის, ფიზიკური, მეტყველების და ოკუპაციური თერაპევტებისააგან. მწვავე ინსულტის მქონე პაციენტებისათვის შესაბამის თერაპიულ ფანჯარაში უზრუნველყოფილია ინოვაციური რეპერფუზიული თერაპია (ინტრავენური თრომბოლიზისი და ენდოვასკულური თერაპია – მექანიკური თრომბექტომია).
გათვალისწინებულია თითოეული პაციენტის სრულყოფილი მოვლა და პატრონაჟი გამოცდილი საშუალო სამედიცინო პერსონალის მიერ.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, რომლითაც ტარდება შემდეგი კვლევები
- კომპიუტერიული ტომოგრაფია – კტ (24/7)
- კტ ანგიოგრაფია (24/7)
- ცერებრული სისხლძარღვების კონვენციური კათეტერული ანგიოგრაფია (24/7)
- ელექტროენცეფალოგრაფია
- თავის ტვინის სიხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა
ამბულატორული კონსულტაციები უტარდება პაციენტებს ნევროლოგიური დაავადებების სრული სპექტრით, მათ შორის პოსტინსულტური მდგომარეობებით, სხვადასხვა სახის დემენციებით, მოძრაობათა დარღვევებით, ნერვ-კუნთოვანი დაავადებებით, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებით, ეპილეფსიით, ვეგატატიური და ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობებით.
კლინიკაში აგრეთვე ტარდება ნეიროფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული კონსულტაციები.
დამატებით პაციენტს ვთავაზობთ მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო დახმარებას, რომლის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი სარეაბილიტაციო პროცედურები:
- აპარატულ-ფიზიკალური თერაპია;
- სამკურნალო სარეაბილიტაციო ვარჯიში;
- სამკურნალო მასაჟი;
- ოკუპაციური თერაპია;
- პაციენტებთან მუშაობს ლოგოპედი.
განყოფილებაში ფუნქციონირებს მოძრაობათა დაღვევის ცენტრი, რომელიც ატარებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოძრაობათა დარღვევის დაავადების მქონე პაციენტებში. მკურნალობის მეთოდებში შედია სტანდარტების შესაბამისი ბოტულინიუმის ტოქსინით მკურნალობა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ბოტულინის ტოქსინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- კისრის დისტონია
- ბლეფაროსპაზმი
- ჰემიფაციალური სპაზმი
- სხვადასხვა სახის ტრემორი
- ინსულტის შემდგომი სპასტიკა
- თავის ტკივილი
კლინიკთან ფუნქციონირებს მაღალკვალიფიცირებული ნეიროქირურგიული გუნდი, რომელიც ახორციელება ოპერაციულ ჩარევას სხვადასხვა სახის ნეიროქირურგიული პათოლოგიის დროს, მათ შორის ენდოვასკულურ ოპერაციებს/ინტერვენციებს – ცერებრული ანევრიზმების ქოილინგს და არტერიოვენური მალფორმაციების ემბოლიზაციას.
განყოფილებში აქტიურად მიმდინარეობს ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევები.