პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახლავთ კარდიოლოგია. დეპარტამენტმა 2016 წლიდან დაიწყო აქტიურ მუშაობა. ამოქმედდა როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული სერვისები.
კარდიოლოგიური სამსახური მოიცავს: კარდიოინტენსიურ, ზოგად თერაპიულ განყოფილებას და კარდიოლოგიურ ამბულატორიას.
პროფესიონალი, გამოცდილი კარდიოლოგების ჯგუფის დაუღალავი მუშაობით ამ პერიოდის განმავლობაში, წარმატებით ჩატარდა არაერთი რთული ოპერაცია და შევძელით სიცოცხლის შენარჩუნება.
კარდიოლოგიური განყოფილებაში ფუნქციონირებს არითმოლოგიური და ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურები. აღჭურვილი თანამადრეოვე აპარატურით, სადაც 24-სთ-იან რეჟიმში ტარდება შემდეგი პროცედურები:
- კორონარული არტერიების ანგიოგრაფია და ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით;
- დროებითი და მუდმვი რითმის წამყვანების (პეისმეიკერის) იმპლანტაცია;
- კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების და რესინქრონიზატორების იმპლანტაცია.
კარდიოლოგიური ამბულატორია გთავაზობთ შემდეგ მომსახურეობას:
- კარდიოლოგის და თერაპევტის კონსულტაცია;
- ექოკარდიოგრაფია;
- საყლაპავშიდა ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა.
- სტრეს-ექოკარდიოგრაფია.
- დატვირთვის ტესტი (treadmill);
- 24-სთ-იანი არტერიული წნევის და ეკგ მონიტორინგი; ჰოლტერის მეთოდით;
პაციენტების დიაგნოსტირების და მკურნალობის სქემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.