ბავშვთა ასაკში ხშირია ძვალ-სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები, რომელთა პროფილაქტიკას და დროულ მკურნალობას შეუძლია დაიცვას პატარა შემდგომი გართულებებისგან.
ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზია, არის დეფორმაცია, რომელიც გამოწვეულია მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მისი შემაერთებელი ქსოვილების განუვითარებლობით. მენჯ–ბარძაყის თანდაყოლილი დისპლაზიის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით გვესაუბრება ექიმი-რადიოლოგი თამარ ფაჩუაშვილი.
ახალშობილთა მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა
პროცედურა წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერით გამოკვლევას, რაც სრულიად უსაფრთხოა ახალშობილის ჯანმრთელობისთვის, ის ამასთანავე არის მარტივი და ხანმოკლე პროცედურა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვახდენთ მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის ადრეულ ვადაზე დიაგნოსტირებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ფეხის ადგმის დროს კოჭლობა, ბაჯბაჯი, ფეხის თითებზე სიარული, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და შესაძლო ართრიტის ადრეული განვითარებაც კი.
ადრეულმა დიაგნოსტიკამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის გამოსავლის ხარისხი, რის გამოც 1969 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში მიღებულ იქნა სასკრინინგო კვლევად რისკის ჯგუფის ახალშობილებში.
მნიშვნელოვანია გამოკვლევა ჩატარდეს 2-4 თვემდე, სანამ მოხდება ბარძაყის თავის გაძვალება. 6-12 თვემდე ხდება ბარძაყის თავის გაძვალება, რაც აღარ გვაძლევს კვლევის ჩატარების შესაძლებლობას.
მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის რისკ ფაქტორებს წარმოადგენს: დატვირთული ოჯახური ანამნეზი, მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, მცირეწყლიანობა , ტერფმრუდობა.
ამასათანავე დადგენილია, რომ გოგონებში ოთხჯერ უფრო ხშირად ვითრდება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, ვიდრე ბიჭებში.
მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზიის საეჭვო ნიშნებია:
- ბარძაყზე ნაოჭების ასიმეტრია, რაც გამოიხატება მარჯვენა და მარცხენა ბარძაყზე ნაოჭების სხვადასხვა რაოდენობით;
- მენჯ–ბარძაყის სახსარში განზიდვის შეზღუდვა;
- დაგვიანებით დაწყებული სიარული (1,5 წლის ასაკში).