ნიკოლოზ ცისკარიძე

ნევროლოგი

ნიკოლოზ ცისკარიძე

ნევროლოგი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ცისკარიძე

ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ალექსანდრე ცისკარიძე

ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ბიოგრაფია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეროქირურგის დეპარტამენტის პროფესორი, ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი კლინიკაში „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ცისკარიძემ გაიარა ინტერნატურა სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტში (1988-1989). 90-იანი წლების ბოლოს მან მოიპოვა ევროპის ნევროლოგთა საზოგადოების სტიპენდია და გაიარა ფელოუშიფი ლოზანის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ნევროლოგიურ კლინიკაში. მოგვიანებით იმავე კლინიკაში მოღვაწეობდა როგორც შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდიანტი.

ა. ცისკარიძემ პროფესიული კარიერა დაიწყო გასული საუკუნის 80-იან წლებში სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. მოგვიანებით, იგი გახდა უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, შემდგომ სამეცნიერო დირექტორი. პარალელურად იგი მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წლების განმავლობაში იყო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, შემდომ კი ვიცე-რექტორი.

პროფ. ცისკარიძე 53 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორია. მისი ავტორობით 2016 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მიერ გამოცემულ იქნა მონოგრაფია Treatment-related stroke including iatrogenic and in-hospital strokes. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური ხარისხი და ჯილდო, მათ შორის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხები (DSc); ახალგაზრდა მკვლევარის ჯილდო ევროპის ინსულტის საბჭოსაგან, ასევე, საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პ. სარაჯიშვილის სახელობის მედალი. 2005 წელს მას მიენიჭა ამერიკის ნევროლოგიური აკადემიის ბრიუს შონბერგის საერთაშორისო ჯილდო ნეიროეპიდემიოლოგიაში, ხოლო 2010 წელს – საქართველოს ეროვნული პრემია და ვერცხლის მედალი სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის. ალექსანდრე ცისკარიძე აგრეთვე დაჯილდოებულია თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის მედლით და საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ორდენით.

ბ-ნი ალექსანდრე არის ევროპის აკადემიის (Academia Europaea) ნამდვილი წევრი, ევროპის ინსულტის ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრი, ევროპული ნევროლოგიური აკადემიის ინსულტის შემსწავლელი სამეცნიერო პანელის წევრი, საერთაშორისო ფონდის “კურაციო” დირექტორთა საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, საქართველოს ნევროლოგთა კავშირის მმართველი საბჭოს წევრი, ჟურნალების European Neurology (Karger), European Stroke Journal (Sage) Neurological Sciences (Springer) სარედაქციო საბჭოს წევრი. იგი არის რეცენზენტი ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებისა, როგორიცაა British Medical Journal, Circulation, Stroke, Journal of Neurology, Neurosurgery & Psychiatry, Journal of Neurological Sciences, Frontiers in Neurology, Neurological Sciences, Journal of Neuroinflammation, Cerebrovascular Diseases, European Neurology, Case Reports in Neurology, Internal and Emergency Medicine, Neuroepidemiology, Cerebrovasclar Diseases.

პროფ. ალექსანდრე ცისკარიძის ხელმძღვანელობით კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიურ განყოფილებაშო მიმდინარეობს ნევროლოგიურ დაავადებათა პაციენტთა სრული სპექტრის ამბულატორული და სტაციონარული მომსახურეობა, მათ შორის ინსულტის მართვა ისეთი თანამედროვე სამკურნალო ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ინტრავენური თრომბოლიზისი და ენდოვასკულური თრომბექტომია. განყოფილებში აქტიურად მიმდინარეობს ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევები.

ნინო ლობჟანიძე

ექიმი-ნევროლოგი

ნინო ლობჟანიძე

ექიმი-ნევროლოგი

ბიოგრაფია

სოფიო სოფრომაძე

ექიმი ნევროლოგი

სოფიო სოფრომაძე

ექიმი ნევროლოგი

ბიოგრაფია