პინეო სამედიცინო ეკოსისტემის უროლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და გამოცდილი სპეციალისტებით. დეპარტამენტი მუშაობს ყველა სირთულის მქონე პაციენტთან. პაციენტებს დეპარტამენტი სთავაზობს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ სერვისს უროლოგიის მიმართულებით და მოიცავს:უროლოგიური, ონკოლოგიური და ანდროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირების და მკურნალობის სრულ სპექტრს. ჩვენს კლინიკაში დანერგილია ქირურგიული მკურნალობის როგორც ღია, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდები, ასევე ლაზერული ტექნოლოგიები.
შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ხორციელდება როგორც დისტანციური (ESWL), ასევეკონტაქტური ლაზერული (Holmium Laser) ლითოტრიფსიით. კენჭების დაშლა ხდება როგორც თირკმელში, ასევე შარდსაწვეთში და შარდის ბუშტში. კლინიკაში სხვადასხვა ნოზოლოგიების სამკურნალოდ ხდება ქირურგიული ჩარევა ღია და ლაპარასკოპიული წესით. პროსტატის და ჰიპერპლაზიის (ადენომა) და შარდის ბუშტის წარმონაქმნების ოპერაცია ტარდება ტრანსურეთრული მიდგომით. კეთდება სხვადახვა ონკო-უროლოგიური ოპერაციები, გართულებული ჩიქროვან-ანთებითი პროცესების ქირურგიული მკურნალობა, ზედა და ქვედა საშარდე გზების პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები, ურო-გინეკოლოგიური პლასტიკური ოპერაციები, ასევე ანდროლოგიური ოპერაციები. უროლოგიური პათოლოგიების დროს, ხორციელდება დამიზნებითი ბიოფსია, უახლესი თაობის ულტრაბგერის აპარატის ( BK specto) დახმარებით, რომელიც დაზიანებული ქსოვილიდან ბიოლოგიური მასალის მაღალი სიზუსტით აღების საშუალებას გვაძლევს. პროცედურა გახლავთ სწრაფი და ნაკლებად ინვაზიური.
ჩვენი კლინიკის ლაბორატორიული დეპარტამენტი და გენეტიკური ლაბორატორია გვაძლევს საშუალებას მაღალი სიზუსტით, ადგილზე ჩავატაროთ ყველა საჭირო კვლევა უროლოგიის მიმართულებით. ფართოდ გავრცელებელ ანალიზაბთან ერთად, როგორებიცაა ონკომარკერები (PSA, fPSA), შარდის გაფართოებული კომპიუტერული ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგია, თირკმლის ფუქნციები, სასქესო ჰორმონები და სხვა, ხორციელდება სპერმის სრული კომპიუტერული ანალიზი დნმ ფრაგმენტაციის ჩათვლით (WHO-ს მიერ რეკომენდირებული მეთოდოლოგიით). ასევე ტარდება შარდის ავტომატური ციტოლოგიური კვლევა შარდის ბუშტის სიმსივნის დიაგნოსტიკისთვის და მონიტორინგისთვის პჯრ მეთოდით (Rapid PCR Methodology by GeneXpert, Cepheid).